დამანგრეველი მიწისძვრიდან 13 დღის შემდეგ, გაზიანთეფში სამაშველო სამუშაოები დასრულდა

გამოქვეყნდა:

თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 13 დღის შემდეგ, სტიქიის ეპიცენტრში, გაზიანთეფის პროვინციაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა. როგორც ქვეყნის გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა მურატ ქურუმმა განაცხადა, გაზიანთეფში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დროებითი თავშესაფრის საჭიროებისთვის 25 ათასი კარავია გაშლილი.

მისივე თქმით, ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას მუდმივი საცხოვრებელი კორპუსების შექმნაზე: "ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი საკონტეინერო ქალაქების, ასაწყობი სახლებისა და ქვის მასალისგან დამზადებული დროებითი საცხოვრებელი ფართების მშენებლობას".

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრებს 46 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

Reuters-ის ცნობით, თურქეთში მიწისძვრების შედეგად 345 000 საცხოვრებელი განადგურდა, მილიონზე მეტი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ასობით ადამიანი. თურქეთი და სირია დაკარგულების რაოდენობის შესახებ ოფიციალურად არ საუბრობენ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში 26 მილიონამდე ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი