ბრაზილიაში წყალდიდობას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა.

ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სან-სებასტიაროს მერის ცნობით, ქალაქში მეწყრის გამო 50 სახლი ჩამოინგრა. სტიქიის გამო, სან-პაულოს შტატის 6 ქალაქში 180-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ადგილზე სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი