ბჟანიას ვიზიტისას არ განიხილება რუსეთის შემადგენლობაში შესვლა - ოკუპირებული სოხუმი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული სოხუმში უარყოფენ გავრცელებულ ცნობებს, რომ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან შეერთება იგეგმება. პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება ჩაითვალოს მცდელობად "უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წყობის საფუძვლების შელახვაში".

"არაოფიციალური საინფორმაციო გზავნილები, რომლებიც შეიცავს ღირებულებითი განსჯას და ვარაუდებს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმიანობის შესახებ, არ შეიძლება იყოს სანდო ინფორმაციის წყარო", - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ასლან ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს ჩავიდა. ის შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი