ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც.
პირველი შეხვედრები სენატორებმა გუშინ უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან გამართეს. ისინი დაინტერესდნენ, როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.
ცნობილია, რომ დღეს ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პრემიერსაც შეხვდებიან. დღის ბოლოს სენატორები შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავენ.