რადიკალური ოპოზიციის მიზანია, მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანია, მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია. მისივე თქმით, ოპოზიცია წარსულში ცდილობდა მოეპოვებინა ბელარუსის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამ კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. მათი ცნობით, კობახიძეს გავრცელებული ინფორმაციაზე, რომ ოპოზიცია აპირებს ბელარუსთან ფრენების აკრძალვა მოითხოვოს.

"ეს არის მორიგი პროვოკაცია. გვახსოვს მსგავსი ტიპის პროვოკაციები „ნაცმოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ითხოვდნენ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური ნებართვით, როცა ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ეს ყველაფერი იყო პროვოკაციები, რომლებიც მიმართული იყო მშვიდობის წინააღმდეგ და ახლა ვხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს. ამასაც აქვს ერთადერთი მიზანი. ეს არის გარკვეული ესკალაცია და ისინი წარსულშიც, გახსოვთ, ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად მოეპოვებინათ ბელარუსის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ამისთვის ყველაფერს აკეთებს რეალურად რადიკალური ოპოზიცია. რა განზრახვა დგას ამის უკან, თავად შეგიძლიათ, გაშიფროთ, მაგრამ ჩვენ ასეთ პროვოკაციებში ვერ ავყვებით. რადიკალური ოპოზიციის მიზანია, მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია. ამას ისინი ვერ მიაღწევენ და მათი მიზანია ასევე, რომ შეუქმნან დისკომფორტი ჩვენს თანამემამულეებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც, ლოჯისტიკურად, ყველაზე მარტივად მგზავრობენ დღეს, მაგალითად, რუსეთიდან ბელარუსის გავლით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია ამგვარი გადაწყვეტილებებით ცდილობს, რუსეთსა და ბელარუსში მცხოვრებ 800 ათას საქართველოს მოქალაქეს პრობლემები ხელოვნურად შეუქმნას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი