თქვენი ვიზიტი მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი სიგნალია - ზელენსკი ბაიდენს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს ეხმაურება და მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა კიევში. თქვენი ვიზიტი უკრაინელების მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი სიგნალია", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელებული არ იყო. ცნობილი იყო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას აპირებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი