ნაციონალური მოძრაობა ბათუმში სასპორტო სკოლის გაყიდვას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის სასპორტო სკოლის გაყიდვას აპროტესტებს. პარტიის წევრი, გიროგი კირთაძე აცახებს, რომ სასპორტო სკოლის ნაცვლად, სადაც ათასობით ბავშვი ვარჯიშობს მალე ბერინის კორპუსი აშენდება.

კირთაძის თქმით, მშენებლობას ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით კომპანია ორბი იწყებს. მას მაგალითად მოყავს რამდენიმე წლის წინ აჭარის მთავრობის წევრების განცხადებები, სადაც ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ ბასკოს შენიბის გასხვისებას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აღნიშნავს, რომ მთავრობას არ აინტერესბს რა პირობებში იცხოვრებენ ბათუმელები, მათთვის მთავარი საზრუნავი ბიძინა ივანიშვილის კომფორტული ცხოვრებაა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი