
ისტორიული ვიზიტი შედგა. ვიტყოდი, რომ საუბრით ორივე პრეზიდენტი კმაყოფილია, ატმოსფერო მაქსიმალურად სანდო იყო.
ეს ვიზიტი უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკის გამარჯვებაა. ეს მოხდა ყველაფრის მიუხედავად უკრაინისა და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვებისთვის. ეს არის მკაფიო გზავნილი დაჭაობებული რუსეთისთვის - არავის ეშინია შენი!
მიუნხენიდან ახლახან ჩამოსული, ისევ გზაში ვარ. ვაგრძელებ მივლინებას ბრიუსელში, ჰააგასა და ნიუ-იორკში.
[...]
აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კიევში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტს.