ზარქუა ადასტურებს, რომ რადასგან მიწვევა მიიღეს, თუმცა კიევში ჩასვლაზე "ოცნება" უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ადასტურებს, რომ უკრაინის რადამ ქართული დელეგაცია მიიწვია კიევში, ომის წლისთავთან დაკავშირებით, თუმცა უმრავლესობის წევრებმა ჩასვლაზე უარი თქვეს. მისი თქმით, მიზეზი "მეორე ფრონტის" გახსნაზე მოწოდებები და მიხეილ სააკაშვილის საკითხია.

"ჩვენ დიახ მიწვეულები ვართ 24 თებერვალს ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ, რატომ? იმიტომ რომ უკრაინის მაღალჩინოსნები როდესაც მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს და მისჯილი აქვს ასევე ევროპული სასამართლოს მხრიდან, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მგონია, რომ არ ტოვებს ეს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს", - თქვა ზარქუამ. 

ინფორმაცია ამ საკითხზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაავრცელა. მან თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნულზე ინფორმაცია ყველას დაუმალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი