ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმში, მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანას აპროტესტებს. დღეს მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ თქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს უკანონო ქმედებაა.
"ბადრი არის ამ შემთხვევაში მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, ეს კიდევ ერთი დარღვევაა ჩვენი სახელმწიფოსი, რომელიც უკანონობას სჩადის მის წინააღმდეგ და ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, მოექცნენ მას ისეთ რიგით პატიმრად, როგორიც სხვა პატიმრები არიან", - ამბობს ადვოკატი.
უფლებადამცველების განცხადებით, ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო. საქმეზე ზუგდიდის სასამართლოში სხდომა დღეს, 20 თებერვალს გაიმართება. იხილეთ:
ავტორი: ემა გოგოხია.