პარლამენტში, ხვალ, 21 თებერვალს, "მინისტრის საათის" ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
გომელაური გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს.
სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლებიც.