
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის პარტიის ოფისთან გაგრძელება.
ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. ჯერჯერობით უცნობია, რაზე საუბრობენ "ოცნების" უმრავლესობის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები გამართეს.