ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პოლონეთში ჩავიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბაიდენის პოლონეთში ვიზიტი  PAP-ს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვაჩიკმა დაუდასტურა. 

ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთის პრჟემიშლში მატარებლით ჩავიდა, რის შემდეგაც საპრეზიდენტო თვითმფრინავ Air Force One-ში უნდა გადასულიყო და ვარშავაში ჩავიდეს. ბაიდენის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში სამშაბათს დაიწყება.

გარდა ამისა, PAP-ის ცნობით, ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც დაგეგმილია პლენარული მოლაპარაკებები დელეგაციების დონეზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი