თურქეთში მომხდარ 2 მიწისძვრას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 213

გამოქვეყნდა:

თურქეთში, 20 თებერვალს მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს. 

სულეიმან სოილუს განცხადებით, ახალი მიწისძვრების შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დროისთვის სამ ადგილას მიმდინარეობს.

მანამდე მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჰათაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად, ნანგრევებში ხალხი მოჰყვა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი