"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი დღეს პრეზიდენტს წერილით მიმართავენ. მთავარი მოთხოვნა "მთავარი არხის'' გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაა.
"მიგვაჩნია, რომ უნდა მივმართოთ პრეზიდენტს, დავუსაბუთოთ რა ზიანი ადგება ქვეყანას შიგნით იმით, რომ უკანონო, პოლიტიკური მოტივაციით დაჭერილი ადამიანი არის ციხეში და რა ზიანი ადგება საერთაშორისო დონეზე, იმიტომ, რომ ყველანი ვხედავთ, ევროპულ არჩევანს ძალიან დიდი ზიანს აყენებს მედიამენეჯერის, ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა", - თქვა გედევან ფოფხაძემ.
მოძრაობის წევრების თქმით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტს ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს, მან კონსტიტუციურად მინიჭებული უფლება უნდა გამოიყენოს და ნიკა გვარამია უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლოს. მათი განცხადებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოა, სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ კი უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს.