ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სენატის მიერ მიღებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს აფასებს და ამბობს, რომ კანონპროექტი ყველამ სრულად უნდა წაიკითხოს. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა.
სრულად უნდა წავიკითხოთ ეს კანონპროექტი, იქ არის ძალიან ბევრი პოზიტიური დახასიათება და კომენტარი საქრთველოს მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიაღწია ქვეყანამ, კიდევ რა მოლოდინია და რა უნდა გააკეთოს მომავალში უსაფრთხოების და თავდაცვის გასაძლიერებლად. მნიშვნელოვანია, რომ ყუარდღება მივაქციოთ და მნიშვნელოვნად აღვიქვათ ის კომენტარი და მესიჯი, რაც მოდის სენატორი რიშისგან და ნებისმიერი სხვა წარმომადგენლისგან, - თქვა კელი დეგნანმა.
შტატებმა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის აქტი 23 ივლისს დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომრუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად აუცილებელია შავი ზღვის რეგიონში საქართველოს და უკრაინის ჩართულობით ფოკუსირება გაიზარდოს.
აქტში წერია, რომ 2018 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ადასტურებს, რუსეთთან გრძელვადიანი სტრატეგიული კონკურენციის ხელახლა გაჩენას.
დოკუმენტში, ასევე, შესულია სენატორ პიტ ოლსოსნის და მარკვეინ მალინის შესწორებები. სენატორი პიტ ოლსონი შეერთებულ შტატებს საქართევლოში დემოკრატიული ღირებულებების, საარჩვნო რეფორმისა და კორფციის წინაარმდეგ ბრძოლის საკითხებში მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.