ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის პროთავისია - გახარია

გამოქვეყნდა:

მე ვიცი უბრალოდ, რომ დღეს ამ პატარა შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების. რა თქმა უნდა, [ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება] და ეს არის სწორედ მიუღებელი, როცა დამალული ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი], კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, ესაა კრიტიკული ხაზი.

[...]

მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსია. ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს არის მისი მთავარი მიზანი. ჩვენი ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ უბრალოდ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან.

თქვა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი