მმართველი გუნდის შეფასებით, ამერიკის სენატის მიერ მიღებული თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაესვა. ამ თემაზე კომენტარი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთეს.
თავდაპირველად არსებული სხვადასხვა შესწორებების გამოყენებას შეეცადნენ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოო ვერსიამ რომელიც დღეს იქნა დამტკიცებული სენატში, წერტილი დაუსვა ამ სპეკულაციებს და მათ მცდელობას, რომ ვიწრო პარტიული ნტერესბი შემოეტანათ საქართველო ამერიკას შორის სტატეგიულ ურთიერთობაში, - თქვა დავით ზალკალიანმა.
თალაკვაძემ აღნიშნა, რომ "ძველი და დესტრუქციული" ოპოზიცია შესწორბებს ეძახდა გაყინვას, სანქციებს თუ სხვა სათაურებს, მაგრამ დღეს ყველას შეუძლია მიღებული დოკუმენტი წაიკითხოს, რომლითაც საქართველოს მიმართ მხარდაჭერა წინაპირობის გარეშეა გამოხატული.
შტატებმა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის აქტი 23 ივლისს დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომრუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად აუცილებელია შავი ზღვის რეგიონში საქართველოს და უკრაინის ჩართულობით ფოკუსირება გაიზარდოს.
აქტში წერია, რომ 2018 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ადასტურებს, რუსეთთან გრძელვადიანი სტრატეგიული კონკურენციის ხელახლა გაჩენას.
დოკუმენტში, ასევე, შესულია სენატორ პიტ ოლსოსნის და მარკვეინ მალინის შესწორებები. სენატორი პიტ ოლსონი შეერთებულ შტატებს საქართევლოში დემოკრატიული ღირებულებების, საარჩვნო რეფორმისა და კორფციის წინაარმდეგ ბრძოლის საკითხებში მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.