პრეზიდენტი აჰყვა იმ არასწორ კამპანიას, რომ ინიცირებული კანონპროექტი რუსულია - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს თავის პოზიციაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც მასთან მივა კანონი და თუ ის ხელს არ მოაწერს, შესაბამისი მოტივირებული შენიშვნები უნდა გამოაგზავნოს საქართველოს პარლამენტში. რა იცის საქართველოს პრეზიდენტმა რა ტიპის კანონი მივა მასთან, შინაარსი როგორ შეიცვლება და საერთოდ შეიცვლება თუ არა. შესაბამისად, ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი აჰყვა იმ არასწორ და ანტისახელმწიფოებრივ პიარ კამპანიას, რასაც ჰქვია, რომ კანონპროექტი, რომელიც "ხალხის ძალამ" დააინიცირა, თითქოს ეს იყოს რუსული". 

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი