"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" პრეზიდენტის ადმინისტრაციას სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინადადებით მიმართავს. მთავარი თემა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლის თავისუფლებაა, რომელიც ხელისუფლებას თითქმის ათი თვეა აბსურდული ბრალდებით ციხეში ჰყავს გამოკეტილი.
მოძრაობის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ შეხვედრაზე უარს არ ეტყვის:
"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება მიემართა პრეზიდენტისათვის შეხვედრის თხოვნით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის ევროპულ არჩევანს სჭირდება, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული უკანონო პატიმარი. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე უარს არ გვეტყვის. გვაქვს არგუმენტები, რამდენად აზარალებს ნიკა გვარამიას პატიმრობა ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის პერსპექტივას ამიტომ, გვაქვს იმედი, რომ ამ შეხვედრაზე ჩვენი არგუმენტები იქნება მოსმენილი და გაზიარებული, შეხვედრა შედგება და შესაბამისად, დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით პრეზიდენტის სასახლეში, კანცელარიაში ჩავაბარეთ მიმართვა და დაველოდებით პრეზიდენტის პოზიციას" განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გედევან ფოფხაძემ.
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა 16 თებერვალს დაფუძნდა.