"თავისუფლება მიშას" - თბილისის მერიასთან ენმ აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მიშას" - ამ წუთებში თბილისის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. "კახა რუსი" - ასეთი შინაარსის ბანერებით მივიდნენ დღეს აქციის მონაწილეები მერიასთან.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაა. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ მომავალთან.

მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლების მოთხოვნით, ენმ საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან მართავს. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი