
მე არ მგონია პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს ან ამერიკული კანონი ან რუსული ან ეს კანონპროექტი. დარწმუნებული ვარ, არცერთი აქვს წაკითხული და ასე გააკეთა ემოციურ ფონზე ეს განცხადება. მისი უფლებაა, ამაში ჩვენ ვერ შევალთ, პრეზიდენტს არაერთხელ უცდია შეგვიყვანოს მასთან კინკლაობაში, თუმცა ჩვენ მას კინკლაობაში, რა თქმა უნდა, არ ავყვებით, ეს არაა ჩვენი მიზანი და ამოცანა.
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც უმრავლესობის რუსული კანონპროექტი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას მხარს ვერ დაუჭერს.