"ფრონტერას" წინააღმდეგ მთავრობამ 4 წელში 42 მილიონი გაფლანგა- კომპანიის დირექტორი

გამოქვეყნდა:

"ფრონტერამ" საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება - კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე, ტელევიზიიდან შეიტყო.

როგორც კომპანიის დირექტორი ზაზა მამულაიშვილი "მთავართან" საუბარში ამბობს, საქართველოს ხელისუფლებას კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება ისედაც არ ჰქონდა. გარდა ამისა, მამულაიშვილი ამბობს, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო. მისივე ვარაუდით, თანამშრომლობის გაგრძელებით ახლა "ოცნების" მთავრობა ცდილობს გაამართლოს ის გაფლანგული მილიონები, რომელიც მან "ფრონტერას" წინააღმდეგ სხვადასხვა მომსახურებებში დახარჯა. მამულაიშვილის ინფორმაციით, თანხა კოლოსალურია და 42 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, გიორგი გახარიას განცხადება, რომ თითქოს 99%  სახელმწიფოს რჩება, სიმართლეს არ შეესაბამება 

"პირიქითაა - 1% რჩება სახელმწიფოს, რაც დაიბრუნა ბატონმა გახარიამ და მისმა ხელისუფლებამ და 99% რჩება კომპანიას. 42 მილიონი ლარი არის გადახდილი უცხოელი იურისტების მომსახურებაში, ექსპერტების და ლობისტების" - ამბობს ზაზა მამულაიშვილი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა აშშ-ს ელჩმა საქართველოში. კელი დეგნანი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ხელისუფლებასა და ამერიკულ კომპანიას შორის კომუნიკაცია შედგება და საკითხო დიალოგის გზით გადაწყდება.

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის 152 გვერდიანი გადაწყვეტილება კომპანიისა და სახელმწიფოს დავის შესახებ, მკაცრად არის გასაიდუმლოებული, შესაბამისად უცნობია რომელი მხარე ამბობს სიმართლეს .

ამერიკული ენერგომომპოვებელი კომპანია კი საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კომპანიამ დღეს განცხადებაც გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი