თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება ივანიშვილმა სანქციების შიშით მიიღო - შეფასებები "ფრონტერას" წერილზე

გამოქვეყნდა:

ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის, "ფრონტერას" წერილს და მწვავე შეფასებებს საქართველოს პრემიერ მინისტრი ეხმაურება. გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველო მთავრობის გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაგრძელებაზე, საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. მისივე თქმით, კომერციულმა დავამ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს:

"საქართველომ ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად აქტივის 99% დაიბრუნა. 1%, რომელიც საქართველოს სამართლებრივად, ფორმალური და იურიდიული მხარით შეეძლო, რომ დაბრუნების პროცესი დაეწყო, ამ პროცესის დაწყებაზე უარი თქვა. იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო უაღესად მნიშვნელოვანია და არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, რომ ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ" - ამბობს პრემიერი.

​ოპოზიციაში კი თვლიან, რომ თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლისა და სანქციების შიშით მიიღეს.

მათივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები მყარი იყო საარბიტრაჟო დავისას და ახლა მთავრობა უკან იხევს, გამოდის რომ წყალში გადაიყარა დიდი რაოდენობით საბიუჯეტო სახსრები და შეილახა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი