საქართველოს პარლამენტსა და რადას შორის ურთიერთობა, არის ყველაზე თბილი და მეგობრული - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტსა და რადას შორის ურთიერთობა, ეს არის ყველაზე თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ საქართველოს პარლამენტმა იმ ვიზიტებით, რომელიც აქ განხორციელდა. თქვენც იყავით მოწმე და მონაწილე, ჩამოვიდნენ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები ბავშვებთან ერთად, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი ვიზიტით იქ, მათი ვიზიტით აქ, დავამტკიცეთ, როგორი მეგობრობა გვაქვს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს საკითხები გამჟღავნდა არა უკრაინის რადას რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, არამედ ისევ საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან, რომელთაც ფიცი აქვთ დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. ეს ერთადერთ რამ გვაჩვენებს, როგორ უყურებთ ჩვენს ქვეყანას, როგორ უყურებთ უკრაინას. ჩვენ არ ვაპირებთ მოთმენას და ატანას, რომ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომლის წინაშეც გვაქვს ფიცი დადებული, აბრალებდნენ ყველაფერს. თქვენ [ოპოზიცია] ამას იტანთ, რადგან ვერ აცნობიერებთ იმ ფიცის ძალას, რომელიც გაქვთ დადებული. ნუ იღელვებთ, როგორი ურთიერთობები არის ჩვენს შორის. გუშინ კომუნიკაცია იყო კიდევ ერთხელ რადაში კოლეგებთან, ისინიც გაკვირვებული არიან, რატომ მოხდა ასეთი აჟიოტაჟი საქართველოში“ 

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში. 
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" უკრაინაში, ომის წლისთავთან დაკავშირებით, მიწვევის მიუხედავად, ჩასვლას არ აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი