
"ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, ვინ უნდა ზრუნავდეს უფრო მეტს?" - ამ სახელწოდებით, დღეს, 21 თებერვალს კონფერენცია გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ფედერიკა მოგერინი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ბელგიაში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გაავრცელა:
"უკრაინის გამარჯვება იქნება თავისუფლების სუნთქვა მთელი რეგიონისთვის, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროს გამოიყენებს საქართველო, რომლის საზოგადოება და შემდგომი მთავრობები ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფვიან. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ბრძოლას უფრო გადამწყვეტი სახით დაუჭერს მხარს", - წერს ფოტიგა.