
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ კანონში ცვლილების მიღებას, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. "ევროპული საქართველოს" წევრი პეტრე ზამბახიძე მართველ გუნდს კონონდარღვეაში და საარჩვენო პროცესის გაყალბებაში ადანაშაულებს. მან დღეს პროტესტის ნიშნად სხდომაც დატოვა.
საარჩევნო კანონი დღეს მოირგო უმაღლესმა საბჭომ საკუთარ თავზე, იმავეს აკეთებს საარჩევნო ადმინისტრაციაში, ის კანდიდატები, რომლებიც წარმოდგენილია დღეს ნათელი დადასტურებაა იმის, რომ პირდაპირ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული პირის ახლო ნათესავი უნდათ, რომ აირჩიონ საარჩევნო ადმინისტრაციაში, - თქვა პეტრე ზამბახიძემ.
აჭარის საბჭოს ნაციონალური მოძრაობის წევრის, ასმათ დიასამიძის თქმით, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები პირდაპირ კავშირში არიან "ქართულ ოცნებასთან". ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველ გუნდს ახალი სახეები არ ჰყავს და წინასაარჩევნოდ ნეპოტიზმს მიმართავს.
დღეს, 24 ივლისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ სააარჩევნო კომისიის წევრები აირჩია, მათგან ერთ-ერთი ნოდარ მელაძე, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავია. მთავრობის თავმჯდომარის მიერ სულ 6 კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, რომელთაგან კენჭი სამს ეყარა.