
იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი კიევში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ის ბუჩასა და ირპენსაც ეწვევა.
იტალიური მედია წერს, რომ, მელონი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის ფარგლებშიც უკრაინა ანტისარაკეტო კომპლექს - SAMP/T-ს გაზაფხულზე მიიღებს.
დღის მეორე ნახევარში უკრაინის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.