
"ბელარუსსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს მინსკში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრაზე" - წერს ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA მინსკიში, ლუკაშენკოსა და ბჟანიას შეხვედრასთან დაკავშირებით.
BelTA -ს ცნობით, ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ბელარუსი ყოველთვის იყო დაინტერესებული აფხაზეთთან თანამშრომლობით". ლუკაშენკოსთვის გაუგებარია ოფიციალური თბილისის პოზიცია მისი და ბჟანიას შეხვედრებზე და უკვირს, რატომ მოჰყვა უარყოფითი შეფასებები მის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის სექტემბრის ბოლოს:
„მხოლოდ ერთი აზრი არ მტოვებს: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მკვეთრად ჩვენს შეხვედრებზე. მართლა შეუძლებელია ადამიანებს, ხალხებს შორის ნორმალური, თბილი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ? იქნებ ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ არასდროს დავგეგმავთ რაიმე ქმედებას თბილისის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
რაც შეეხება აფხაზეთთან თანამშრომლობას, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური თვალსაზრისით.
"ჩვენი ურთიერთობები უნდა განვითარდეს. აფხაზი ხალხი პატივს სცემს ბელარუსებს.
ტურისტული მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციების დაწესება. ჩვენს ხალხს უნდათ ზღვის მონახულება. ჩვენ ყოველთვის მოვდიოდით, სოხუმში და ბათუმში, თბილისში და ა.შ. მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ აფხაზეთი მოწყვეტილი აღმოჩნდა. არა გამოუცხადებელი, არამედ მოწყვეტილი და მოთხოვნა ძალიან დიდია.
რატომ არ უნდა ვესტუმროთ ერთმანეთს? ამიტომ ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას, უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ არის საჭირო ამ საფუძველზე ურთიერთობების გამწვავება. პირიქით, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს ამ რთულ დროს. თბილისიც, სოხუმიც და მინსკიც...
გმადლობთ, რომ შეასრულეთ თქვენი პირობა და ჩამოხვედით ჩვენთან“, - უთხრა ლუკაშენკომ ბჟანიას.
ბჟანიამ კი მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს თანმიმდევრულობისთვის - „იცით, დღეს ბევრი მოგისმენთ, მათ შორის საქართველოშიც და ვფიქრობ, რომ თქვენი ბრძნული სიტყვა ამ ხალხის გულს მიაღწევს“, - თქვა რუსეთის მარიონეტმა "პრეზიდენტმა"