
ხარკოვის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს.
მისი ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.
"ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ქალაქი კუპიანსკი. მტრის ჭურვი კერძო საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სამწუხაროდ, 68 წლის მამაკაცი დაშავდა" - წერს სინეგუბოვი