
"საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევს რუსეთთან კონფლიქტის არიდების მიზნით ქვეყნის ძირეული ინტერესების დათმობას", - ამის შესახებ კავკასიის კვლევით რესურსების ცენტრის (CRRC) ანგარიშში ვკითხულობთ.
CRRC-ის კვლევის ფარგლებში, ზოგადის გარდა, ასევე დასმული იყო კითხვა სამი კონკრეტული დათმობის შესახებ, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს შემთხვევაში:
მთლიანობაში მონაწილეები დაბალ მხარდაჭერას გამოხატავენ თითოეული ამ პუნქტის მიმართ. გამოკითხულთა მხოლოდ მეხუთედი ეთანხმება, რომ საქართველომ რუსეთთან ომის არიდების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია უნდა დათმოს. ოდნავ მეტი ეთანხმება იმავე დათმობას უკრაინის შემთხვევაში.
დანარჩენი შემოთავაზებულ დათმობებს მოსახლეობა კიდევ უფრო ნაკლებად უჭერს მხარს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის შემთხვევაში.
კონკრეტული კითხვების შემთხვევაში რესპონდენტების პასუხები ასე გადანაწილდა:
