"ოცნების" რუსული პოლიტიკა | ხელისუფლება რეპრესიული კანონის მისაღებად ემზადება

გამოქვეყნდა:

საჯარო მხილების, გაფრთხილებისა და ხისტი შეფასებების მიუხედავად, "ქართული ოცნება" რუსული რეპრესიული კანონის მისაღებად ემზადება. ივანიშვილის პოლიტიკური კლანი ახლა ყველა ბერკეტის გამოყენებას ცდილობს იმისათვის, რომ განსხვავებული აზრის გაქრობა საბოლოოდ დააკანონოს.

ქვეყნის შიგნით და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მზარდი კრიტიკის ფონზე პროექტზე მსჯელობა პარლამენტში დიდი ალბათობით პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე წარიმართება. არ არის გამორიცხული, საგანგებოდ ამ განხილვისთვის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა გუნდმა ბოიკოტი შეწყვიტოს.

დღეს საკანონმდებლო ორგანოს სხდომა ნახევრადცარიელ დარბაზში შედგა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს საქმიანი ბიოგრაფიის დეტალები შეახსენეს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი