ვის შეეხება რუსული კანონი | "ოცნება" საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსურ დახმარებას წარმატებით იყენებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" სამიზნეა ყველა, ვინც თავისუფალია სახელისუფლებო გავლენებისგან და სწორედ რუსული კანონით უნდა გაკონტროლდნენ. მაშინ, როდესაც "ოცნება" ე.წ. აგენტებად გეგმავს მისთვის მიუღებელი პირების გამოცხადებას, თავად ხელისუფებას არასოდეს უთქვამს უარი და წარმატებით იყენებს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებას.

სოფლის მეურნეობის განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა, განათლების გაუმჯობესება და უნიკალური ძეგლების დაცვა - ეს არის პროექტები, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსდება. 10-წლიანი მმართველობის პერიოდში "ქართულ ოცნებას" სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციიდან 45 მილიარდ დოლარამდე დახმარება აქვს მიღებული.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი