ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და კაპეზეში უნდა გადაგვეყვანა? - გომელაური ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლაზე

გამოქვეყნდა:

შს მინისტრი ამბობს, რომ ყვარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ლევან ბერძენიშვილს მოძალადე ალტინფოელებმა ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს, მოკვლევა არ დაწყებულა, რადგან გომელაურის შეფასებითვე, ბერძენიშვილისთვის ფიზიკურად არავინ შეხებია. მინისტრი გაკვირვებულია, რატომ ადანაშაულებენ პოლიციელებს უმოქმედობაში მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხშირად კეტავს გზას და ხელს უშლის მოქალაქეებს გადაადგილებაში და მათ არავინ აკავებს: 

"მოკვლევა არანაირი არ დაგვიწყია. იქ იყო დაახლოებით 40-50 ადამიანი, პოლიციელი იყო 6-7 ადამიანი, მანქანა არ დაუზიანებიათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას თუ მეტყვით კი ბატონო. შვიდ ადამიანს , უნდა დაგვეკავებინა, გადაგვეყვანა კაპეზეში, წინასწარი დაკავების იზოლატორში?! მანქანა არ დაუზიანებიათ, ხელი არ დაუდიათ და უკაცრავად და ეგრე რომ ავიღოთ 500-300 ადამიანი იკრიბება პარლამენტის წინ ოპოზიცია, და კეტავთ გზას. იქ ბევრ ადამიანს ეზღუდება, რომელიც მიდის, მაგალითად საავადმყოფოში მიჰყავს ბავშვი, რა უნდა გავაკეთოთ 300 და 500 კაცი დავაკავოთ და გადავიყვანოთ იზოლატორში? თუ მოხდება დაზიანება, ფიზიკური ზეწოლა, შეხება ა.შ. ეგ სხვა თემაა და მანქანაში იჯდა, არც გადმოსულა მანქანიდან და რატომ არ დავაკავეთ, არ მესმის, რა მოკვლევა უნდა დაგვეწყო? მე ვფიქრობ არაფერი არ დაუშავებიათ ამ პოლიციილებს" თქვა გომელაურმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის პასუხად.

შეგახსენებთ, 16 იანვარს ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს.

ადგილზე შეკრებილი პრორუსული "ალტ ინფოს" წევრები და მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ერეკე მეორის შვილიშვილები იყვნენ და ბერძენიშვილი იქ "ფეხს ვერ დაადგამდა".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი