ბჟანიას "ვიზიტი" ბელარუსში და მისი მიღება ლუკაშენკოს მიერ, გაეროს წესდების კიდევ ერთი სავალალო დარღვევაა - კალინდრა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "პრეზიდენტის" ასლან ბჟანია ბელარუსში  ვიზიტს ეხმაურება.

კალინდრა წერს, რომ ბჟანიას ბელარუსში მიღება ლუკაშენკოს მიერ, გაეროს წესდების კიდევ ერთი დარღვევაა:

"ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის ვიზიტი ბელარუსში და მისი მიღება ლუკაშენკოს მიერ,  გაეროს წესდების კიდევ ერთი სავალალო დარღვევაა მინსკის რეჟიმის მიერ საერთაშორისო სამართლის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასიცოცხლო პრინციპების უგულებელყოფით" - წერს კალინდრა

ცნობისთვის, დღეს 21 თებერვალს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. ფაქტს საქართველოს ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი