ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - საგარეო ბჟანია- ლუკაშენკოს შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან. 

როგორც უწყება წერს, აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.

უწყება მოუწოდებს ბელარუსს, რომ პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი