"გლობალური ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა შეეშველება უკრაინას და დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ საქართველოს ჩამოშლის" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"გლობალური ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა უკრაინას შეეშველება და რუსეთს დაასუსტებს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის, ამაზე არავინ ფიქრობს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საუბრობს. 

ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით, საქართველოს სასაყვედურო არაფერი არ აქვს. 

"ამ მოწოდებების ფონზე მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის უკრაინაში ვიზიტი არ მივიჩნიეთ რელევანტურად. ეს იყო რაღაც მინიმალური ჟესტი იმისთვის, რომ გვეთქვა – თქვე კარგო ხალხო, როდესაც ჩვენ ასეთ რამეს ვაკეთებთ და იცით, რას ვრისკავთ, როცა ქვეყნის შუაგულში საოკუპაციო ჯარი გვიდგას იმ ტერიტორიაზე, რომელიც თქვენ რომ დღეს ასე უჭერთ მხარს, იმ მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა ამ ხალხს, გაუფორმა და მერე ხელიც მოუწერა ყველაფერზე, რაც კი სჭირდებოდათ, თქვენ იცით, რამდენად დიდია ამ ჯარის რისკი და მიუხედავად ამისა ომში ჩართვას გვაძალებთ, მოგვიწოდებთ პირდაპირი, ღია ტექსტებით და გვაბრალებთ, რომ აქ ვაწამებთ ვიღაცას...

თანამედროვე სამყაროში არსებობს რაღაც გარკვეული ძალები, რასაც ჩვენ პირობითად, გლობალური ომის პარტიას ვეძახით. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ომში ჩართვა აქ შექმნის მეორე ფრონტს, რაც რუსეთს მინიმუმ, 50 000 ჯარისკაცს მაინც დაუკავებს, ეს ძალიან შეეშველება უკრაინას და ძალიან დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის და ამ ქვეყანას საერთოდ მოკლავს, ამაზე არავინ ფიქრობს. ის ადამიანები, ვინც უფრო დეტალურად ფლობს ინფორმაციას, ვიდრე ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქე, ტკივილნარევი იუმორით იტყვიან ხოლმე, რომ ხან დახმარებას გვაყვედრიან, ხან რაღაცას, ხან რაღაცას და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით არ უნდა გაგასუქოს არავინ, ქვეყანას ასე არ უნდა მოეპყროს არავინ", - ამბობს მდინარაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი