პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 126-ე, ცემის მუხლით აღიძრა. 

ხეობის უხუცესებისა და პოლიციის წარმომადგენლების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. გადაწყდა, რომ პანკისელებსა და მატნელებს შორის შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს, თუმცა როდის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. 

ხეობაში მომხდარი დაპირისპირების დროს ნაცემია ორი პირი, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა, რომელიც ინციდენტის მონაწილე არ არის და ის ახმეტიდან დუისისკენ გადაადგილებას ცდილობდა, რა დროსაც თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. მეორე ნაცემი კი ტვინის შერყევის ნიშნებით, ყამბარაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

დაპირისპირება დუისელ ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, ავტომანქანით მაღალი სიჩქარით გადაადგილებას მოჰყვა, რა დროსაც ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენა, პანკისის ხეობაში ქათამი გაიტანეს.ურთიერშელაპარაკება, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი