
21 თებერვალს ღამით დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში აფეთქებები მოხდა - ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის საკრებულოს Telegram-ის არხში გავრცელდა.
ასევე ცნობილი გახდა ცენტრალურ და მარცხენა სანაპიროს რაიონებში განათებისა და კომუნიკაციის პრობლემების შესახებ.
"მარიუპოლი. აფეთქებების ხმა ისმოდა. ამ დროისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში 11 აფეთქება დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, ორი დარტყმა დაფიქსირდა: ერთი AS-2-თან (ცენტრალურ რაიონში), მეორე Stan-3000-თან (კალმიუსის რაიონში). აფეთქებები, სავარაუდოდ, მოხდა იმ ადგილებში, სადაც მტრის ძალებია კონცენტრირებული”,- ნათქვამია განცხადებაში.
ქალაქის საკრებულოს ცნობით, პირველი აფეთქება მარიუპოლში 22:33 საათზე დაფიქსირდა და აფეთქებების ხმა 00:10 საათამდე გრძელდებოდა.
აფეთქებების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიას მარიუპოლის მცხოვრებმა დაუდასტურა. მისი თქმით, 10 ან 11 აფეთქების ხმა ისმოდა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.