
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ქვისლის კომპანიამ 666 ათასიანი ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და კომპანიას ჯამში 13 მილიონი გადაუხადეს, - ამ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2011-2020 წლებში, "ჯი-თი მოტორსმა" 56 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 13 მილიონზე მეტი პირდაპირი შესყიდვების გზით მიიღო.
"ფლანგვის დეტექტორი"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ჯი-თი მოტორსი" "ჯი-თი გრუპის" შვილობილი კომპანიაა, რომლის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე “ოცნების” დეპუტატის ბექა ოდიშარიას ქვისლია. აღსანიშნავია ისიც, რომ ლევან გოგსაძემ და "ჯი-თი მოტორსის" დამფუძნებლებმა მმართველ პარტიას ჯამში 200,000 ლარზე მეტი შესწირეს.