"ოცნებამ" ფოთში, სენაკსა და ხობში მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ხახუბიას შვილი წარადგინა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი ხახუბიას წარადგენენ, ცაგერის მერად - ლევან ზალკალიანს, თერჯოლის მერად კი მანუჩარ რობაქიძეს.

არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. 

"გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი, ბუნებრივია ირაკლი სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში, თუმცა ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით", - თქვა კობახიძემ. 

კობახიძემ თქვა, რომ ლევან ზალკალიანი წარმატებული იურისტია და ის წარსულში პროკურატურაში გამომძიებლად და პროკურორად მუშაობდა. ის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

მისივე განცხადებით, მანუჩარ რობაქიძე სხვადასხვა დროს მუნიციპალური საკრებულოს წევრი იყო, ასევე, თერჯოლის მერის მოადგილე. ის 2022 წლიდან ის მერის მოვალეობას ასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი