
რუსულმა FM რადიოსადგურებმა საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, რასაც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ჰაკერული თავდასხმა უწოდა.
სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია საჰაერო იერიშის შესახებ "ყალბია".
„ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, რამდენიმე კომერციული რადიოსადგურის სერვერებზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად, ეთერში გავიდა ინფორმაცია სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ. ეს ინფორმაცია არის ყალბი და არ შეესაბამება რეალობას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე მედია და ტელეგრამის არხები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით წერდნენ, რომ რამდენიმე
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რადიოს ეთერში ისმოდა ფრაზა "ყურადღება, ყურადღება, სარაკეტო დარტყმის საფრთხე ბელგოროდში, ყაზანში, უფაში, ვორონეჟში, ნოვოსიბირსკში, მოსკოვისა და სხვა რეგიონებში".
ვორონეჟის ოლქის ხელისუფლებამ "ჰაკერულ თავდასხმაში უკვე დაადანაშაულა "კიევის რეჟიმის თანამზრახველები".