ტენდენცია არის დამძიმებისკენ, სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული, აქვს კიდურების ტკივილი - დავარაშვილი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული. მისი თქმით, 20 თებერვლის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილი იწონიდა 67 კილოგრამსა და 200 გრამს, მისი მასის ინდექსი კი 18.2 იყო.

გარდა ამისა, ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ზოგადი საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი და მისი კვება, რჩება არაბალანსირებული. დავარაშვილი ამბობს, რომ მდგომარეობის გაუარესება, წონაში პროგრესული კვება ოქტომბრის თვიდან დაიწყო, მანამდე კი პაციენტი, მისი მტკიცებით, მრავალფეროვან საკვებს იღებდა.

"დღეისთვის არის ძალიან, შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენცია არის დამძიმებისკენ, იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული, 20 რიცხვისთვის წონა იყო 67.200 კგ სხეულის მასის ინდექსი იყო 18.2. გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, დასუსტებულია ძალიან, მეტი წილი კი არა, საერთოდ საწოლშია პაციენტი, მწოლიარე მდგომარეობაშია, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება, ყველაზე სავალალო არის ის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული, ამ არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს, ნამდვილად. თუნდაც პირღებინება, ან გულისრევა, ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყო ჩვენთან. ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს", - თქვა თამარ დავარაშვილმა. 

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად პაციენტის ლაბორატორიული მონიტორინგი ხდება ყოველკვირეულად და მოსალოდნელი იყო, რომ უმნიშვნელო ცვლილებები იქნებოდა, თუმცა ახდენენ კორეგირებას.

"ავუხსენით პაციენტს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს სალათები, იმიტომ, რომ იყო ისეთი ცვლილებები იყო, იცით რა, რა თქმა უნდა, პაციენტს სჯერა რასაც ვეუბნები, ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება და არ ითვალისწინებს. გაითვალისწინეს ესეც და ჰემოსტაზის მაჩვენებლები ახლა გამოსწორებულია უკვე", - თქვა მან. 

ექიმი ამბობს, რომ ამ ფონზეც ჰემოდინამიკური რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი