"არასრულწლოვნებს ბრალს ვერ დაუმძიმებენ" - შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწოვნების მიმართ გამოძიება დასრულებულია და მათ განზრახ მკვლელობის მუხლს ვეღარ წაუყენებენ, - ამ განცახდებას ერთ-ერთი არასრულწოვნის ადვოკატი აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახის მოთხოვნა, "ტოიოტა ქამრის" ყველა მგზავრის დაკავების შესახებ, შესაძლოა არასრულწლოვნებზე ვეღარ გავრცელდეს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება, მანამდე კი 27 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლო, 17 დაკავებულიდან 11-სთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს. 

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობს, რომ მათ მიერ გადაცემული მტკიცებულებები ადასტურებს ზ.ხ უდანაშაულობას. მისივე თქმით, სასამართლოში გაგზავნილი მასალებში ზ.ხ შეხება არ დასტურდება გიორგი შაქარაშვილთან და არც იმ ბრალთან, რომელიც მას აქვს წარდგენილი. 

ჩვენ გადავეცით გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ზ.ხ უდანაშაულობას წარდგენილ ბრალდებაში და გამოძიებამ გადმოგვცა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მან წარმართა სასამართლოში. ზ.ხ-სთან მიმართებაში. მასალები, რომლებიც წარმოდგენილი არის და რომელიც სასამართლოში იგზავნება აქ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დგინდებოდეს ზ.ხ რაიმე სახით შემხებლობა ან შაქარაშვილთან, ან იმ ბრალთან, რომელიც მას აქვს წარდგენილი. საქმის ფარგლებში, რომელ საქმეზეც ახლა ვსაუბრობთ, გაძლევთ პირობას, რომ ფიზიკურად შეუძლებელი არის ბრალის დამძიმება ზ.ხ-სთან მიმართებაში, - ამბობს გელხაური. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე და მოკლული ფეხბურთელის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებისთვის ბრალის დამძიმებას და მათი 109-ე მუხლით გასამართლებას ითხოვს.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი