
"არ არის საინტერესო ეს კაცი, უბრალოდ მართლა საცოდავი კაცია და კომენტარის ღირსიც არ არის. პოლიტიკურად აბსოლუტურად უინტერესოა და საქმის აღძვრა ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების ფუნქცია. [...] მაშინ არჩევნებში მონაწილეობდა და გახარია გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ნაცმოძრაობა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, გახარია იყო მოაზრებული, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ "ქართულ ოცნებას" ვერ გადაელახა 43%-იანი ბარიერი, მაშინ აქტუალური იყო ის და მაშინ კოკაინს მოიხმარდა და ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოვიყენეთ ჩვენ, მათ შორის, რომ მისი რეალური სახე გვეჩვენებინა. მაშინ იყო ფაქტორი, დღეს აღარაა ფაქტორი და ამ კაცზე ლაპარაკი არ ღირს. გახარიას და ნაცმოძრაობას ჰყავს ერთი პატრონი, ამას ვამბობდით და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო და ამის შედეგი იყო ის რაც მან გააკეთა, მათ შორის 20 ივნისს და რასაც აკეთებდა 2021 წელს".
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერმინისტრზე.