რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ბელარუსმა აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიცია" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბელარუსმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს. კობახიძე ბჟანიას მინსკში "ვიზიტს" გმობს, თუმცა ამბობს, რომ მთავარი არაღიარების სტატუს-კვოს შენარჩუნებაა და ბელარუსი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობას" არ აღიარებს:

"ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ასეთ "ვიზიტს" ეს არის ჩვენი პოზიცია. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ შევინარჩუნოთ ის სტატუსქვო, რომელიც არის არაღიარების კუთხით, ბელარუსი დღემდე არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს სტატუს-კვოს შევინარჩუნოთ . 

ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ამის საპირისპიროდ მოქმედებს, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რამენაირად ბელარუსმა აღიაროს ე,წ. დამოუკიდებლობა, ამისათვის ითხოვენ სანქციების დაწესებას ფრენებთან მიმართულებით, ზოგადად ბელარუსთან დაკავშირებით, ასეთ პროვოკაციებში არ ავყვებით." თქვა კობახიძემ.

 შეგახსენებთ, გუშინ, 21 თებერვალს რუსეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მინსკში ჩავიდა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი