ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა- კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე თვლის, რომ საქართველო დასავლეთისთვის აქტუალური არ არის, რადგან ქვეყანაში მშვიდობაა.

მისი თქმით, უკრაინა აქტუალურია ომის გამო, ხოლო მოლდოვა ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარების გამო.

დღეს აქტუალური არის პირველ რიგში უკრაინა სამწუხარო მოვლენის გამო - ეს არის ომი. ჩვენც ვიყავით აქტუალური 2008 წელს. ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, რასაც გვთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა და ყურადღება არის გადატანილი უკრაინისკენ და მოლდოვისკენ. მოლდოვაში არის რთული ვითარება, ჰქონდათ სულ 2%-იანი ეკონომიკური ზრდა და 30%-იანი ინფლაცია, მოსახლეობის ნახევარი ისედაც პრორუსულია და მათ [დასავლეთს] სჭირდებათ მოლდოვის პრეზიდენტის გამაგრება. აქედან გამომდინარემ, მოლდოვის მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება." ამბობს კობახიძე

შეგახსენებთ ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტისას უკრაინასთან ერთად მოლდოვაზე ისაუბრა, ქვეყნის პრეზიდენტს მაია სანდუს მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველო ნახსენები არ ყოფილა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი