რუსეთის "დიდი" შეტევა უკვე მიმდინარეობს, ამოცანაა მიაღწიონ დონეცკის და ლუგანსკის საზღვრებს 31 მარტამდე - ბუდანოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის "დიდი" შეტევა უკრაინაში უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ის ისეთი ხარისხისაა, რომ ამას ყველა ვერც კი ხედავს - აცხადებს Forbes-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი.

მისი თქმით, რუსებს აქვთ „სტრატეგიული ამოცანა“ მიაღწიონ დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებს 31 მარტამდე - „ეს არის ის, რაზეც ისინი ოცნებობენ, ამას ვერ შეძლებენ“, - ამბობს ბუდანოვი.

ბუდანოვის თქმით, ფრონტზე გადამწყვეტი ბრძოლები მოსალოდნელის გაზაფხულის შუა რიცხვებიდან, რაც შეიძლება გარდამტეხი გახდეს ომში.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, საოკუპაციო ძალების გააქტიურება თებერვლის დასაწყისში დაიწყო.

Associated Press-ისთვის მიცემულ კომენტარში სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ხერსონის დატოვების შემდეგ რუსები გადაჯგუფდნენ, რასაც 2 თვე დასჭირდა:

"რუსეთის ფედერაციის მხრიდან რეალური შეტევითი მოქმედებები დაიწყო თებერვლის დასაწყისში: სულ მცირე 4-5 მიმართულებით, სადაც დაიწყო აქტიური საომარი მოქმედებები. შეიძლება ველოდოთ ყველაფერს, მათ შორის სარაკეტო დარტყმებს და სხვა პროვოკაციულ ქმედებებს, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები ამისთვის მზად არიან“, - განაცხადა სკიბიცკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მთავარი სამიზნეები ახლა არის კუპიანსკი ხარკოვის რეგიონში, ლიმანი, ბახმუტი, მარინკა, ავდეევკა და უგლედარი დონეცკის რეგიონში. 

მან აღნიშნა, რომ ფრონტის ამ რაიონებში ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, რუსული ჯარების წარმატებები უმნიშვნელოა და მათი ძალების ამოწურვას მოწმობს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი