
ნაციონალური მოძრაობა 24 თებერვალს უკრაინაში ჩავა და უკრაინის რადაში სესიას დაესწრება. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ კიევის მიწვევაზე უარი თქვა, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია უკრაინისადმი მხარდაჭერა ოპოზიციამ გამოხატოს და ომში მყოფ ქვეყანას საქართველოს მოქალაქეების პოზიცია გააცნოს.
24 თებერვალს ერთი წელი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.