ზუგდიდის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუასთვის ექსპერტიზების ჩატარების შესახებ. მათ შორის ფსიქიატრიული ექსპერტიზის. ბრალდება ამბობს, რომ აუცილებელია გაირკვეს ესებუას ფსიქიკური მდგომარეობაა დანაშაულის დროს. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესი ისევ გრძელდება.
სხდომას ესებუა ესწრება, რომელიც პროკურატურის შეკითხვებს პასუხობს. ბრალდებას სხდომაზე 9 მოწმის, მძევლების, დაკითხვა სურს. ადვოკატების განმარტებით, ესებუას ობიექტური სასამართლოს იმედი არ აქვს და ითხოვს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მათივე თქმით, განმეორებით ექსპერტიზას ესებუა იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მისი წარმომადგენელიც იქნება პროცესში ჩართული.
გამომდინარე იქიდან, რომ საქმეზე მოსამართლე შეიცვალა, უკვე გამოკითხული მოწმეები თავიდან უნდა გამოიკითხონ.
შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო. იხილეთ:
ავტორი: ემა გოგოხია.